logo
ENG



იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს

05 თებ 202211:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/05/kobg50mghcbclcr.jpg

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს. ნორვეგიის მთავრობამ ამის შესახებ პარასკევს განაცხადა მიუხედავად ოპოზიციის წუხილისა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის დანიშვნა Norges Bank-ის დამოუკიდებლობას შეასუსტებდა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ში უფლებამოსილების ამოწურვამდე იქნება, რომელიც პირველ ოქტომბერს სრულდება. მოსალოდნელია, რომ ახალი ხელმძღვანელი ბანკის მართვას ამ წლის დეკემბრიდან შეუდგება.

სტოლტენბერგი პასუხისმგებელი იქნება საპროცენტო განაკვეთების დაწესებაზე და ფინანსური სტაბილურობის მართვაზე, ისევე როგორც ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდის ზედამხედველობაზე, რომელსაც მსოფლიოში უმსხვილეს აქტივებს - 1,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

"შეშფოთებული ვიყავი ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველის ძიებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იენს სტოლტენბერგია", - ნათქვამია ფინანსთა მინისტრის განცხადებაში.

სტოლტენბერგი განათლებით ეკონომისტია. ნორვეგიაში ის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო და 2000-2001 და 2005-2013 წლებში პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა. მომდევნო წელს კი ის NATO-ს გენერალური მდივანი გახდა.

სანამ სტოლტენბერგი NATO-ში მუშაობას გააგრძელებს, ნორვეგიის ცენტრალურ ბანკს დროებით უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე იდა უოლდენ ბაჩი, რომელიც მის მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა.

სტოლტენბერგის მომხრეები აცხადებენ, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს იმისათვის, რომ ბანკს უხელმძღვანელოს. თუმცა კრიტიკოსებს კითხვები უჩნდებათ, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ბანკი მთავრობისგან, რადგან სტოლტენბერგის პარტია ახლა ნორვეგიის მართვის სათავეშია. NATO-ს გენერალური მდივანი ნორვეგიის მოქმედი პრემიერმინისტრის, იოჰანს გარ სტორეს მეგობარია, რომელმაც ინტერესთან კონფლიქტის გამო ბანკის ხელმძღვანელის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, სივ ჯენსენმა სტოლტენბგერს მოუწოდა კიდეც, რომ პროცესიდან გასულიყო, რადგან მის დანიშვნას შესაძლოა ბანკის ავტორიტეტისთვისა და რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინა.


close დახურვა