logo
ENG



იერუსალიმში წმიდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

01 მაი 202115:03
3 წუთის საკითხავი
 
National Geographic

იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III კუვუკლიაში შევიდა და იქიდან ალმოდებული სანთლები გამოიტანა.

2020 წლის რიტუალისგან განხავებით, იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ტაძარში წელს მრევლი შეიკრიბა, თუმცა, ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები დაუშვეს. 

რიტუალი, რომელიც რამდენიმე საუკუნეა სრულდება, მაცხოვრის აღდგომას ეძღვნება.

მორწმუნეთა ნაწილი ცეცხლს ზებუნებრივად მიიჩნევს, თუმცა ასეთ სასწაულს არც მსოფლიო საეკლესიო კრებების დოგმატები და არც საეკლესიო კანონები არ ცნობენ.

აღდგომის წინა დღეს, შაბათს ცეცხლის კურთხევის ტრადიციას არაერთი ქრისტიანული ეკლესია მისდევს, რასაც დღესასწაულთან დაკავშირებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.


close დახურვა