logo
ENG



ივანიშვილი, შესაძლოა, ქართული ოცნების სიაში იყოს

10 ივლ 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

სანქციებისგან თავდაცვა და ფორმალური სტატუსი, როგორც იმუნიტეტი - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სწორედ ესაა მიზეზები, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთვება. გიორგი გახარიამ დღეს მედიას დაუდასტურა, რომ ივანიშვილი შესაძლოა, ქართული ოცნების სიაში იყოს, ამავე დროს მოქმედი პრემიერი ირწმუნება, რომ მისთვის სულერთია, რომელ ნომრად იქნება პროპორციულ ჩამონათვალში. 

თანაგუნდელებმა ივანიშვილის ზუსტი გადწყვეტილების შესახებ არ იციან, თუმცა წინასწარ მიესალმებიან, მის არჩევნებში მონაწილეობას. ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ ოლიგარქი ურეიტინგოა და მისი ჩრდილიდან გამოყვანა, „ქართული ოცნების“ არა მოგებას, არამედ წაგებას გაამარტივებს. 


close დახურვა