logo
ENG



ივანიშვილი: კორუფციის რისკიც არსებობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება

30 დეკ 202315:20
3 წუთის საკითხავი
 
ივანიშვილი: კორუფციის რისკიც არსებობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება

ოპოზიციის არარსებობამ შეიძლება მმართველ პარტიას თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკიც არსებობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვიდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს, ცოტა ხნის წინ თავად მივმართე.

 


close დახურვა