logo
ENG



ივანიშვილი: ოცნების ხელისუფლება ქვეყანაში არის სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი

20 ივლ 202011:43
3 წუთის საკითხავი
 

კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში, სადაც მმართველი გუნდმა მაჟორიტარების სია წარადგინა, ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა.

ივანიშვილმა ეპიდემიოლოგებს, ექიმებსა და "ქართული ოცნების" გუნდს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათ პანდემიის პერიოდში ქვეყანა „დიდ განსაცდელს აარიდეს".

პარტიის თავჯდომარის თქმით, კრიზისმა ყველას დაანახა, რომ ქვეყნის სადავეები სანდო ხელშია და მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტია.

„მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს, მადლობა "ქართული ოცნების" გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. ჩვენ ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი, რომ საქართველოს დღეს ვირუსისგან თავისუფალ, მწვანე ზონად მოიხსენიებენ. ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყანაში არის სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. მინდა დარწმუნებით ვთქვა გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვყნის მართვის პასუხისმგებლობა“,-განაცხადა ივანიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა ასევე ქართული ოცნების 8 წლიან მმართველობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 8 წლის განმავლობაში, ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში ჩაეწერა.

„ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით. პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა არავინაა იმ ილუზიაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს. ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააკეთოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში“,-განაცხადა ბიძინა ივანიშილმა.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა დღეს პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სია ოფიციალურად წარადგინა.

თბილისში კანდიდატების სიას დეტალურად გაეცანით აქ.

ქვეყნის მასშტაბით წარდგენილი კანდიდატები იხილეთ ბმულზე.

 


close დახურვა