logo
ENG



ივანიშვილი გასამართლებით გახარიას და მის გუნდსაც ემუქრება

21 ოქტ 202422:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/21/adot6l0v20xbk66.png

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასა და მის გუნდსაც გასამართლებით ემუქრება. ეს მან ტვ იმედის ეთერში თქვა და აღნიშნა, რომ "სასამართლოს დონეზე აქვთ" დოკუმენტები დალაგებული.

"დავუბრუნდები ჩვენს მოუშუშებელ ჭრილობას, აი, გახარიას პარტიის წევრები... კიდევ ვიმეორებ, არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და მასთან ერთად რომ დგანან, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა და ნაციონალური მოძრაობის მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც და რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული.

რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ მკაცრი პასუხისგება. მასაც და მისი პარტიის წევრებსაც, უფრო მეტი გაღიზიანება მათზე მაქვს. მათი უმრავლესობა ქართული ოცნების წევრები იყვნენ და ჩვენი მანდატით შევიდნენ პარლამენტში. დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს ერთი ერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც"- თქვა ივანიშვილმა.

მანამდე, ამავე ინტერვიუში მან ოპოზიციური პარტიების აკრძალვასა და გასამართლებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ივანიშვილის თქმით,  "გასამართლებისთვის "კარგი საფუძველი აქვთ". ამ კონტექსტში მან ფაშისტური გერმანია და ნიურნბერგის პროცესიც ახსენა.

 

 


close დახურვა