logo
ENG



ივანიშვილი კრიმინალური მენტალობის ადამიანია - ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესი გადაიდო

10 თებ 202013:01
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი გადაიდო. შესაბამისი შუამდგომლობა დაცვის მხარემ, ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა დააყენა და პროცესზე წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტი წარადგინა.

მოსამართლე გიორგი არევაძის თქმით, პროცესი ავთანდილ წერეთლის გარეშე ვერ გაგრძელდება, ამიტომ მან შუამდგომლობა დააკმაყოფილა.  სასამართლო სხდომა 25 თებერვალს გაიმართება.

"ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მათ წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ისინი ბრძოლას გააგრძელებენ.  

"ჩემთვის და ბადრისთვის ჩვენი მეგობრის, ავთო წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ჩააგდეს ისეთ სტრესში და მდგომარეობაში, რომ მისმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო. ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში ივანიშვილს არ გაუვა ეს სპექტაკლი. ბრძოლა იქნება ბოლომდე. ივანიშვილი არის კრიმინალური მენტალობის ადამიანი და ამ მენტალობას ნერგავს ახალგაზრდებშიც სამწუხაროდ“, - ამბობს ხაზარაძე.

შექმნილ ვითარებას ხაზარაძის თანაპარტიელი ბადრი ჯაფარიძეც ეხმაურება. ჯაფარიძემ პროცესს გროტესკული უწოდა და აღნიშნა, რომ საქმე ივანიშვილის მიერ არის მართული. 

"არ მეგონა რომ დღევანდელ დღეს ჯერ კიდევ იქნებოდნენ შარიკოები, რომლებსაც აკლიათ ქურთუკების ჩაცმა. რასაც ვაკვირდებით არის მართული პროცესი და ყველა შემსრულებელს თავის ამოცანა აქვს. დამკვეთი ამ პროცესების ერთია. გვაქვს ასეთი გროტესკული პროცესი შარიკოვების მონაწილეობით", - აღნიშნა ჯაფარიძემ. 

 


close დახურვა