logo
ENG



ივანიშვილი ოჯახთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება

22 მარ 202612:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/22/6om2svpd2stwglz.png

ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება.

ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძარში ოჯახთან ერთად იმყოფება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.


close დახურვა