logo
ENG



ივანიშვილი საჯაროდ ამბობდა, რომ ოპოზიციონერებს დაიჭერდა და ასეც მოხდა - გლუკსმანი

11 თებ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

„ივანიშვილი საჯაროდ ამბობდა, რომ ოპოზიციონერებს დაიჭერდა და ასეც მოხდა" - ევროპარლამენტში გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმიანებიან.

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არაფორმალური მმართველის გადაწყვეტილებების შედეგია და პოლიტიკური დევნა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში.

„ეს არის აღმაშფოთებელი. ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ ამბობდა, რომ ოპოზიციის ლიდერებს დაიჭერდნენ. ეს უკვე მოხდა. დააკავეს გიგი უგულავა. ეს იყო არაფორმალური მმართველის გადაწყვეტილება. როდესაც ჩვენთან იმყოფებოდა მინისტრი, ჩვენ ვუთხარით, რომ პოლიტიკური დევნა არის ის, რაც ხელს უშლის საქართველოს უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს.  გავაფთრთხილეთ ეს არ გააკეთოთ. პასუხი უგულავას ციხეში გაშვება იყო. ამას მოჰყვება შედეგები. ეს არის კატასტროფა, რადგან  ევროპარლამენტში გვინდა დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირს დაუახლოვდეს. მაგრამ ამ მთავრობის საქციელიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნება.  მათ უნდა გაიგონ, რომ თუ ევროკავშირთან დაახლოება სურთ პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ ოპონენტებს. შეიძლება არ ეთანხმებოდე უგულავას, მაგრამ არ გაქვს უფლება გამოიყენო სასამართლო მის ციხეში გასაშვებად და გასაჩუმებლად. სამწუხაროდ ეს ერთადერთი  საქმე არ არის. ყოველდღე ვიგებთ საქართველოდან ასეთ ამბებს. გამოდის რომ თუ ხარ ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტი, შენს წინააღმდეგ საქმეებს ხსნიან. ერთმა კაცმა იმ ხალხთან ერთად, ვინც მას ემსახურება გადაწყვიტა, რომ საქართველო მისი საკუთრებაა, ვინც არ ემორჩილება კანონდამრღვევად ცხადდება. ეს არ არის დემოკრატია. ჩვენი გზავნილი იქნება მკაცრი და მათ უნდა გაიგონ, რომ შედეგები მოჰყვება. ისინი სოციალისტების მოკავშირეები არიან. მაგრამ აუცილებლად გვექნება დისკუსია რა გვაკავშირებს ისეთ პარტნიორთან, რომელიც ჩვენს ღირებულებებს  არ იზიარებს", - აცხადებს რაფაელ გლუკსმანი, ევროპარლამენტის წევრი.


close დახურვა