logo
ENG



ივანიშვილის ადამიანების ექსპორტი - დროება

11 თებ 202420:45
3 წუთის საკითხავი
 

მერამდენეჯერ სიტყვის გამტეხმა და საჯარო პოლიტიკაში მობრუნელმა ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ მის გუნდში კორუფცის საფრთხეა. საზოგადების დიდმა ნაწილმა დიდი ხანია იცის, რომ ხელისუფლების ყველა შტო აღებ-მიცემობით, ბიუჯეტის ძარცვით, ჩაწყობილი ტენდერებით მოქალაქეების ხარჯზე მდიდრდება. "მდიდრდება" ალბათ კიდევ არ არის შესატყვისი სიტყვა. ამდენი ახალი მანქანა, ამდენი სახლი, აგარაკი, გრანდიოზული დაბადების დღეები, წვეულებები, ფუფუნება ზღვარს გადადის.


close დახურვა