ივანიშვილის ბოდიშმა მოსკოვსა და მის მარიონეტულ რეჟიმებს სრულიად ახალი პროპაგანდისტული სივრცე გაუხსნა. ოლიგარქის ანტისახელმწიფოებრივი განცხადების შემდეგ სერგეი შამბამ დღეს განაცხადა, რომ მათთვის მთავარია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება. ასეთივე განცხადებები ისმის ცხინვალიდან და უფრო მეტიც, უკვე ოკუპირებულის გარდა, დამატებით მიწებს ითხოვენ. საინტერესოა ისიც, რომ პუტინმა დუმას იმ დოკუმენტის რატიფიცირება მოსთხოვა, რომლითაც კრემლსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობა ღრმავდება.
ივანიშვილის ბოდიში და კრემლის საოკუპაციო პოლიტიკა
19 სექ 202421:11
3 წუთის საკითხავი