ბიძინა ივანიშვილი და ოფშორულ ზონაში დაარსებული მისი კომპანიები მასშტაბურ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდა.
ქართული ოცნების დამფუძნებელი იმ პრეზიდენტების, პრემიერების და სახელმწიფო მოხელეების სიაშია, ვინც, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ოფშორულ ზონებში ფულს გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით ინახავენ.
მასალები გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 12 კომპანია დააარსა, ხოლო "მისი კომპანიებისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ არსებული ინფორმაცია მწირია".
დოკუმენტებში ნახსენებია კომპანია Silverpot Holdings - გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, ივანიშვილმა კომპანია საბროკერო ანგარიშის დახმარებით, საჯაროდ აღნუსხული კომპანიების კონტროლისთვის დააფუძნა.
საუბარია კიდევ ერთ კომპანიაზე - Brighton Corporate. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ის ვალად აღებული სააქციო კაპიტალით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გარკვეული ობიექტების, მათ შორის ჰიდროელექტრო სადგურებისა და სასტუმროების დასაფინანსებლად შეიქმნა.
Pandora Papers არის ნაწილი იმ საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული მასალების ნაწილია, რომლებიც პირველად 2016 წელს გამოქვეყნდა.
დოკუმენტებზე რამდენი ათეული ქვეყნის ასზე მეტი გამომძიებელი ჟურნალისტი მუშაობდა.