ივანიშვილმა საკადრო ცვლილებები პირდაპირ პრემიერმინისტრის მოხსნით დაიწყო. საჯაროდ ნათქვამი სიტყვები, რომ ღარიბაშვილი არ შეიცვლებოდა, ოლიგარქმა ზუსტად 1 თვეში შეცვალა. მთავრობის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს ნიშნავს. ღარიბაშვილი კობახიძის ადგილს დაიკავებს და პარტიის თავმჯდომარე ხდება საპატიო თავმჯდომარის ქვეშ, შესაბამისად, არანაირი რეალური ბერკეტი არ ექნება. პრემიერის რანგში ბოლო ბრიფინგზე ღარიბაშვილი იძულებული იყო, ტრადიციულად მადლობა გადაეხადა ივანიშვილისთვის, რომელმაც დააქვეითა და თანამდებობიდან უკვე მეორედ მოხსნა.
ივანიშვილის პოლიტიკური კარუსელი
29 იან 202419:57
3 წუთის საკითხავი