მალე, 1 ოქტომბერს რუსულ სპეცოპერაციას სახელწოდებით "გრუზინსკაი მეჩტა" 11 წელი შეუსრულდება. ამ დროის განმავლობაში საქართველოს უშიშროებას რუსეთის არცერთი ჯაშუში არ გამოუვლენია. წლებია რუსეთი რასაც უნდა იმას აკეთებს საქართველოში - რეჟიმმა, ოდესაღაც დიდი დასავლური ამბიციის მქონე სახელმწიფო ყველასგან მოძულებული რუსეთის განაპირა გუბერნიად კი არა - მიყრუებულ სოფლად, ქართველებისგან დაცლილ გლუბინკად აქცია. რაც დრო გადის, მით უფრო ღრმად შედის რეჟიმის თავკაცი რუსულ სპირალში - თავკაცი, რომელსაც ალბათ უფრო მისი შექმნილი და მის მფარველობის ქვეშ მყოფი ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ვაშინგტონში დარქმეული სახელი - ქართველ-რუსი ოლიგარქი უხდება. საქართველო ახლა მართლა სახელმწიფო რომ იყოს, ფარცხალაძე ფეშენებელური რეზიდენციიდან სხვის დაწერილ განცხადებებს კი არ უნდა აქვეყნებდეს - უკვე სუს-ის იზოლატორში უნდა იჯდეს. ივანიშვილის რუსული ბოტასი - დროების ვლოგში.
ივანიშვილის რუსული ბოტასი - დროება
17 სექ 202320:15
3 წუთის საკითხავი