logo
ENG

ივანიშვილმა ფული ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიტანა - კახიძე იპოდრომზე

30 ივნ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისივე კომპანიისგან იპოდრომის ტერიტორიის შეძენის საკითხს ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ფულის გათეთრების საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ განხორციელებული ტრანზაქცია უამრავ კითხვის ნიშნებს აჩენს.

„ივანიშვილმა თავისი ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადაიტანა ფული და ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი. საეჭვოა ეს ტრანზაქცია. რისთვის სჭირდება ივანიშვილს - ამაზე შეიძლება ვარაუდები არსებობდეს, მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვით“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.

საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს ასევე „ახალი საქართველოს“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. ის არ გამორიცხავს, რომ საქმე გადასახადებისთვის თავის არიდებას და გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდებოდეს.

„რაღაც თავის სქემას ხლართავს, მაგრამ ფაქტია, რომ იმის ნაცვლად, ადამიანებს ჰქონდეს სკვერი, პარკი, იყოს მწვანე ზოლი, მოწესრიგებული და მოპირკეთებული, გვაქვს უბრალოდ ძველი ნარჩენები გავერანებული. წინასაარჩევნო თანხები არ ვიცი, მაგრამ ფულის გათეთრებისკენ მიდრეკილება ივანიშვილს და მის გარემოცვას ძალიან დიდი აქვს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს უკავშირდებოდეს გადასახადებისთვის თავის არიდებას და გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებს თვითონ მისი და მისი გარემოცვის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, იპოდრომის ტერიტორია გაიყიდა. მყიდველიც და გამყიდველიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. კერძოდ, ფონდმა „ქართუმ“ ქალაქის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 6 ნაკვეთი, ანუ ჯამში მთლიანად იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ინვესტ კაპიტალისგან“ 60 მილიონ ლარად იყიდა.

close დახურვა