ერთი: ცუდია ის, რომ შეთანხმება გაუქმდა, მეორე - თავის იმით მოტყუებაა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყველაფერი კარგად მიდის. ყველაფერი კარგად არ მიდის. მესამე ფაქტორი კი ის არის, რომ არსებობს რაღაც უცნაური რწმენა, რომ ამ ნაბიჯებს გავლენა არ ექნება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ამ ყველაფერს დამოკიდებულებაზე გავლენა აქვს.
ისეთ გარემოში, სადაც ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან ახალი წევრების მიღების მიმართ მადა ფაქტობრივად არ არსებობს, საქართველოს მთავრობა თითქოს სტაბილურად ცდილობს, გააქროს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარი შანსები. ევროპაში ბევრი ადამიანი და ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ნატოს გაფართოება არ სურს.