logo
ENG



ილია II: მნიშვნელობა აქვს ერთიანობისათვის ზრუნვას - გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია

06 იან 202323:44
3 წუთის საკითხავი
 
ილია II: მნიშვნელობა აქვს ერთიანობისათვის ზრუნვას - გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია

თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი" (გალატ.6,2), - მოგვიწოდებს წმინდა წერილი.


close დახურვა