logo
ENG



ილია II რუსეთის პატრიარქს ანგელოზის დღეს ულოცავს, მშვიდობასა და ჯანმრთელობას უსურვებს

27 მაი 202211:01
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს ანგელოზის დღეს ულოცავს. ილია მეორის მილოცვა რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"თქვენო უწმინდესობავ!

მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა თქვენი მფარველი წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით.

წმინდა მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს ლოცვებით ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს პირველმღვდელმთავლურ მსახურებაში", - წერია ილია მეორის მილოცვაში.


close დახურვა