logo
ENG



ილია ფილფანს უკვე მე-19 დღეა ეძებენ

05 აგვ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული ილია ფილფანი უკვე 19 დღეა იძებნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, რომ სამძებრო სამუშაოებში 80-ზე მეტი მაშველი მეხანძრეა ჩართული. დათვალიერებულია 38 სოფელი და 7 მდინარე. 

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მოზარდი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა, მათ ეჭვი აქვთ რომ ის სახლიდან წასასვლელად ემზადებოდა. ძიებაში ჩართულია ილია ფილფანის დედაც, რომელიც საქართველოში დუბაიდან ჩამოვიდა.

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" მთავარ გამოშვებაში - 20:00 საათზე. 


close დახურვა