იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 53 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება.
როგორც შალამბერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, გარდა ამ კლასტერისა, იმერეთში ვირუსის გავრცელების ახალი კერებიც გაჩნდა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს.
გუბერნატოს ცნობით, რეგიონში ამ დროისთვის 258 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
არსებული ინფორმაციით, გუშინ, 20 სექტემბერს კორონავირუსი ე.წ. ოქროს ბირჟის 5 თანამშრომელს დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 534 გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.