logo
ENG



იმნაძე: ალბათ, უახლოეს ერთ თვეში საქართველოში ომიკრონი დაიწყებს ცირკულაციას

15 დეკ 202115:20
3 წუთის საკითხავი
clock 1540
იმნაძე: ალბათ, უახლოეს ერთ თვეში საქართველოში ომიკრონი დაიწყებს ცირკულაციას

საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად, რაც დედამიწაზეა, საქართველოში ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი ერთი თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას. მანამდე ჩვენ რა თქმა უნდა, კვირაში დაახლოებით 100-მდე ვირუსის სეკვენირება ხდება, ყოველდღიურ რეჟიმში, მუდმივადაა მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება ომიკრონი ქვეყანაში. ჯერჯერობით არ გამოჩენილა. იყო რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, რა თქმა უნდა, გამოკვლეულია ეს ყველა. ვნახოთ, ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, ომიკრონი გამოჩნდება.


close დახურვა