logo
ENG



იმნაძე: მარნეულში ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია

23 მარ 202012:51
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეის მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში არ გაზრდილა.

იმნაძის განცხადებით, ტესტირება კორონავირუსზე უტარდება მხოლოდ სიმპტომების მქონე პირს.

„რვა ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამ წუთისათვის დამატებული ინფიცირებულებში არ არის, 54 ადამიანია ინფიცირებული. მარნეულში ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია, ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი. ისინი ყველანი იზოლაციაში არიან. მიმდინარეობს მათი ყველას გამოკითხვა. გარდა ამისა, მარნეულის კონტაქტები სამი გამოკვლეულია და სამივე უარყოფითია. 

"ჩვენ დაავადების გავრცელების იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც გამოკვლევა უტარდება ტესტირება სიმტომებიან პაციენტს. უსიმპტომო პაციენტი შეიძლება 13 დღე იყოს უარყოფითი პასუხის მქონე. რომ არ მოხდეს პასუხის გაკეთება ინკუბაციურ პერიოდში, ამიტომ გამოკვლევა უტარდება სიმპტომებიანს და ვინც იყო ინფიირებულთან ახლო კონტაქტში“, - განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. არიან გამოჯანმრთელებული პაციენტები - კერძოდ, ასეთი 8 პირია. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე კლინიკაში მწვავე პნევმონიით მისი და, გადიოდა მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა. ამის გამო, მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული. 


close დახურვა