logo
ENG



იმნაძე: მოითხოვეთ, რომ ექიმმა ჩანაწერი გააკეთოს, რატომ გეუბნებათ აცრაზე უარს

13 აგვ 202114:21
3 წუთის საკითხავი
 
იმნაძე: მოითხოვეთ, რომ ექიმმა ჩანაწერი გააკეთოს, რატომ გეუბნებათ აცრაზე უარს
ფოტო: საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ ექიმს, რომელიც მათ აცრაზე რეკომენდაციას არ უწევს, ჩანაწერი გააკეთებინონ, თუ რატომ ეუბნება უარს. 

როგორც მან აღნიშნა, თუ ვაქცინას არ უწერია კონკრეტული უკუჩვენება ინსტრუქციაში, ყველა დანარჩენი ადამიანისთვის, ის აბსოლუტურად მისაღებია. 

"მინდა, მოსახლეობას მივმართო, ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით. მოითხოვეთ, რომ ექიმმა ეს ჩანაწერი გააკეთოს. დამერწმუნეთ, რომ შემდეგ ამას აღარ იტყვიან. ამით თავის არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერენ, რომ ბავშვობაში ჰქონდა ჭინჭრის ციება, ამიტომ ეუბნებიან უარს აცრაზე", - თქვა იმნაძემ.

13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსის 5 359 შემთხვევა გამოვლინდა, 42 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

ჯამურად ჩატარდა 741 353 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.


close დახურვა