ჩემი პირადი მოსაზრებაა, მე ვარ მომხრე, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ეს [ვაქცინა] იყოს სავალდებულო. ამაში არაფერია გასაკვირი, ასე იქცევა ევროპის, ამერიკის უამრავი ქვეყანა. სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, პროფესიული ნიშნით ძირითადად, სავალდებულოა აცრა.
გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილებზე ხელმისაწვდომობა იყოს შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვინც საფრთხეს წარმოადგენს როგორც თავის თავისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.