logo
ENG



იმნაძე: სააკორდინაციო საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მივმართეთ

03 აგვ 202113:51
3 წუთის საკითხავი
 
იმნაძე: სააკორდინაციო საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მივმართეთ

NCDC-მ სააკორდინაციო საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მიმართა. ეს საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა და განმარტა, რომ მიუხედავად მათი რეკომენდაციისა, გადაწყვეტილების მისაღებად კონსენსუსია საჭირო.

"მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით [მივმართეთ]. თუმცა, საბჭო გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს და ამას კონსენსუსი სჭირდება არამარტო საბჭოში, არამედ ქვეყანაში", - თქვა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის დაესებაა.

"ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ასევე რესტორნებში მხოლოდ აცრილების ან წინასწარ გატესტილების დაშვება. რა ვქნათ, ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი და ჭირად იქცევა ხოლმე. გვქონდა წინადადება, კი ბატონო, იყოს 50 კაცამდე გაიზარდოს , მაგრამ ყველა უნდა იყოს აცრილი ან მინიმუმ წინასწარ გატესტილი", - თქვა იმნაძემ.

3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 34 ადამიანი.

ჯამურად ჩატარებულია 523 466 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,99%.


close დახურვა