ფული, რომელიც ბანკში შედის სპეციალური სადეზინფექციო აპარატებით მუშავდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგოც იმნაძემ განმარტა, არსებობს ვარაუდი, რომ კორონავირუსით დაინფიცირება ფულით არის შესაძლებელი, თუმცა ამის მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს.
"ეს ჰიპოთეზა განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დრო. ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა. შესაბამისად, როგორც ჰიპოთეზა, ეს ვერსიაც მუშავდება ჩვენს მიერ. თუმცა, ფული ისევე როგორც ყველა ის ნივთი, რომელიც შესაძლოა გადადიოდეს ხელიდან ხელში, შესაძლებელია იყოს ინფიცირების წყარო, თუმცა ისიც ვიცი, რომ როდესაც ფული ბანკში შედის ის მუშავდება სადეზინფექციო აპარატებით", - განაცხადა პაატა იმნაძემ.