logo
ENG



იმნაძე მესტიაზე: თუ ასეთი რამდენიმე წერტილი გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება

12 აგვ 202011:10
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ თუ მესტიის მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შეკავება შეუძლებელი გახდება.

იმნაძის თქმით, ცალკ-ცალკე მუნიციპალიტეტში მესტიის მსგავსი გაფართოებული კვლევა ვერ ჩატარდება, რადგან ამას რესურსი არ ეყოფა.

"მესტიის მუნიციპალიტეტში გატარებული ღონისძიებები ძალიან ოპერატიული იყო, რათა მაქსიმალურად მომხდარიყო ვირუსის შეკავება. თუმცა, მინდა ყველამ კარგად იცოდეთ, თუ ასეთი წერტილი ქვეყანაში რამდენიმე გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. არც ერთი რესურსი არ ეყოფა იმას, რომ ცალკ-ცალკე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ასეთი კვლევები. ვითარება შეიძლება გახდეს ისეთი. ძალიან კარგად იცით, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში", - განაცხადა იმნაძემ. 

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 12 სოფელ ლენჯერიდანაა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1278 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 1058 პაციენტი, გარდაცვლილია - 17.

ცნობისთვის,  უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მესტიაში საკარანტინო შეზღუდვებისა და რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება 10 აგვისტოს მიიღო


close დახურვა