ალერგოლოგი ბიძინა კულუმეგოვი კორონავირუსითან დაკავშირებულ კვლევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.
მისი განმარტებით, ერთ-ერთი სანდო და სარწმუნო პრეპარატიც გამოიკვეთა - საუბარია რენდესივერზე, რომელმაც საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა.
"კვლევების დიდი ნაწილი დასრულებულია, ზოგიერთი კი ვადაში გაახანგრძლივეს. პაციენტების უფრო მეტი რაოდენობა უნდა ჩაერთოს, რათა მეტი სარწმუნოება შეიძინოს ამ კვლევებმა. 50 ადამიანზე ჩატარებული დასკვნა ვერ შეედრება 2000 ადამიანზე ჩატარებულ დასკვნას. ალბათ აპრილის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა რომ ეს დასკვნები ვნახოთ. რენდესივერი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პრეპარატია, მაგრამ ჯერჯერობით გუშინდელი კვლევა, მხოლოდ 54 ადამიანზე ჩატარდა. ჩვენ ხომ გვაქვს უკვე დიდი სტატისტიკა, მათ შორის ფიქსირდება გარდაცვალებაც. ვხედავთ რომ ამ მედიკამენტის გარეშე, ადამიანების 66% (მიუხედავად ბევრი ფაქტორისა) იღუპება. რენდესივერზე ჩატარებულმა ამ დაკვირვებითმა კვლევამ 54 ადამიაზე აჩვენა, რომ 13%-ში დააფიქსირდა გარდაცვალება და 77%-ში ისინი გაეწერნენ კლინიკებიდან. ამიტომ გვაქვს იმედი, პოზიტიურად შევხედოთ მოვლენებს",-აცხადებს კულუმბეგოვი.
რაც შეეხება ვაქცინაციას, მისი შეფასებით, ეს ბევრად რთული საკითხია, თუმცა მოვლენების დაჩქარებისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად, შესაძლოა ვადებმა გადმოიწიოს.
"ეს უფრო რთული თემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე მითითებულია 40-მდე ვაქცინა და მას სჭირდება არა მარტო შექმნა, არამედ ეფექტურობა და კლინიკური უსაფრთხოება. ამის გამოცდას ჩვეულებრივ პერიოდში თუ სჭირდება 6-8 წელი, ამ შემთხვევაში ყველა ბარიერის გამარტივებისას, შესაძლებელია ის მზად იყოს, ერთ წელში, მაქსიმუმ 18 თვეში",-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში".