logo
ENG



ინაშვილი: არჩევნები გაყალბდა, იქნება აქციებიც, ვემზადებით ბრძოლისთვის

01 ნოე 202016:38
3 წუთის საკითხავი
 
ინაშვილი: არჩევნები გაყალბდა, იქნება აქციებიც, ვემზადებით ბრძოლისთვის

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი Facebook-ზე ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას (ხმების ხმების 96.85%) ეხმაურება, რომელშიც პარტიას 3,18% აქვს აღებული და აცხადებს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. 

ინაშვილის თქმით, შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%.

"შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს!", - წერს ინაშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 96.85% -  3 726 უბანი. 

მონაცემების მიხედვით: 

ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,07% 

ევროპული საქართველო - 3,79%; 

პატრიოტთა ალიანსი - 3,18%

ლელო - 3,18%

სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%

გირჩი - 2,92%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,34%

ლეიბორისტული პარტია - 1%

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. 


close დახურვა