logo
ENG



ინაშვილი: დიახ, ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში

24 აგვ 202019:16
3 წუთის საკითხავი
 
ინაშვილი: დიახ, ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ ის და მისი გუნდის წევრი აფხაზეთში იმყოფებოდნენ.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, "აფხაზეთში, ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს".

"ჩვენ, მე და გიორგი ლომია, ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე, ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, დიახ, ნამდვილად ვიყავით, ჩვენ ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში და გაცოფებული ხართ სააკაშვილი და ბოკერია იმიტომ, რომ თქვენ კოდორი და აფხაზეთი და ჩვენი მიწების 22% ჩააბარეთ, ვის ჩააბარეთ, გადასარევად იცით და ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით და ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე გვინდა და ამ სიკეთის ნაპერწკალი რომ ღვივდება ახლა, სწორედ ამიტომ ივსება შურით სააკაშვილისა და ბოკერიას გული", - თქვა ინაშვილმა. 

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა, პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ლაშა საკანიამ დღეს განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც დადასტურდა, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთში მდებარე ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩაიტანეს. 


close დახურვა