logo
ENG



ინაშვილი ხელისუფლებას: გისურვებთ, რომ აღარ გამოჩნდეს ახალი ხუნდაძეები

04 ივნ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

საერთო სახალხო განხილვა დაიწყო. საზოგადოებრივ მაუწყებელზე დეპუტატები მოქალაქეების კითხეს პასუხობენ. მთავარი თემა სწორედ არჩევნებია და მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების თქმით მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების შესრულება, რათა არსებობდეს საერთო კონსენსუსი.  

"საჯარო პოლიტიკას არის მონაპოვარი 21-ე საუკუნის პოლიტიკაში, ამიტომ თავიდანვე მხარს ვუჭერთ 120-20-ზე განაწილებას პროპორციულად, რადგან გარკვეულ დათმობაზე მაინც წავიდნენ. როგორც იტყვიან, ჟარგონს გამოვიყენებ, აღარ გავჭედეთ. ახლა ყველაფერი ოცნების უმრავლესობაზეა დამოკიდებული და გისურვებთ, რომ აღარ გამოჩნდეს ახალი ხუნდაძეები, რომლებიც კიდევ ერთხელ რისკის ქვეშ დააყენებენ ამ მნიშვნელოვან ცვლილებას",-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.


close დახურვა