logo
ENG



ინაშვილი ხუნდაძის ინიციატივაზე: კოპოლას ცნობილ ფილმს ჰგავს ეს ყველაფერი

21 მაი 202018:14
3 წუთის საკითხავი
 
xbt1vdhiidvl0qt.png

"გამახსენდა კოპოლას ცნობილი ფილმი, სადაც მთავარი გმირი მეორე გმირს ასეთ ფრაზას ეუბნება - ნუ მეტყვი, რომ დამნაშავე არ ხარ, რადგან ეს შეურაცხყოფას აყენებს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებსა და ინტელექტს",-ასე ეხმიანება საპარლამენტო ტრიბუნიდან "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას. 

მისივე თქმით, ხელისუფლება დღეს მთლიანად საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. 

"მინდა მივმართო ბატონ დიმიტრის, რომ ვერ ხვდებით რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. ეს თქვენი მდგომარეობა, რომ ვითომ ვერ ხვდებით, თან პანდემიაზე საუბრობთ და თან არა, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ სათანადოდ არ აფასებთ ჩვენი მოქალაქეების ინტელექტსა და აზროვნების უნარს. დღეს საუბარი არაა ეპიდემიაზე და არავინ გედავებათ იმაში, რომ ეპიდემიის დროს ზომები უნდა გატარდეს. მაგრამ ის რაც დღეს ხდება, რისი განხორციელებაც თქვენ გსურთ, ესაა ხელისუფლების მორიგი უზურპაციის მცდელობა. ბოლო 8 წლის მანძილზე, თქვენი სურვილი განახორციელოთ უზურპაცია გაიელვებს ხოლმე ამ დარბაზში, მაგრამ ხან ახერხებთ ამას და ხან ვერა",-აცხადებს ირმა ინაშვილი.


close დახურვა