logo
ENG



ინგა გრიგოლიას თბილისის პროკურატურაში სუს-ის ფაილების საქმეზე კითხავენ

18 სექ 202113:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/18/eh2aj79k1lm5w5u.png

ტვ პირველის ჟურნალისტს, ინგა გრიგოლიას თბილისის პროკურატურაში სუს-ის ფაილების საქმეზე კითხავენ

უცნობია, რა კითხვებს დაუსვამს მას პროკურატურა, თუმცა, ინგა გრიგოლიას გამოძიებასთან კითხვები თავად აქვს: 

"რას იძიებენ: ვინ ჩაწერა ეს მასალები ფარულად, ვინ მოგვისმინა, ჩვენი უკანონო თვალთვალი და მიყურადება ვინ განახორციელა თუ მე საიდან გავიგე, რომ ამ კრებსში იყო ჩემი სახელი და გვარი. განსაკუთრებულს ვერაფერს ვეტყვი". - თქვა გრიგოლიამ. 

"გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დადგინდეს, ვის მიერ ხდებოდა ჩანაწერების მოპოვება და დამუშავება. რა მიზანს ემსახურებოდა ამ დოკუმენტაციის შეგროვება და როგორ მოხდა ამ ფაილების გამოტანა და გაჟონვა". - ამბობს ტვ პირველის იურისტი. 

სუს-ის ფაილების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ მედიის წარომადგენლები, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე და მარტა ქურასბედიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა