logo
ENG



ინდოეთში, ტაძარში ჭყლეტის დროს 12 ადამიანი დაიღუპა

01 იან 202216:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/01/lbieh552l0m1213.jpg

ინდოეთში ტაძარში ჭყლეტის დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა მატა ვაიშნო დევის ტაძარში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში მოხდა.

პოლიციის განცხადებით, ჭყლეტა გამოიწვია ჩხუბმა. პრემიერმინისტრი ნარენდა მოდი შემთხვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამწუხრებულია ადამიანების გარდაცვალებით.

ტაძარს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. როგორც ამბობენ, ვიზიტორების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა დღესასწაულების სეზონს უკავშირდება.

მატა ვაიშნო დევის ტაძარი ინდოელ მომლოცველებში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ტაძარია. ახალი წლის პირველ დღესაც იქ უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

პანდემიის გამო ხელისუფლებამ ყოველდღიური ვიზიტორების რაოდენობა 25 ათასამდე შეამცირა. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილზე დაშვებულზე ორჯერ მეტი ადამიანი შეიკრიბა.


close დახურვა