logo
ENG



ინსპექტორი საპატრიარქოს მხრიდან ჯანდაცვის ბაზებზე შესაძლო წვდომის საკითხს შეისწავლის

20 მაი 202110:37
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საპატრიარქოს მხრიდან ჯანდაცვის სისტემის მონაცემებზე შესაძლო წვდომას შეისწავლის. ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში დაუდასტურეს.

საკითხის შესწავლა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ, საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე მხოლოდ ჟურნალისტები შეუშვეს, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს.

ჯაღმაიძემ მედიას განუცხადა, რომ ისინი მათ მონაცემებს გადაამოწმებდნენ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა მონაცემებზე აქვთ წვდომა, ჯაღმაიძემ განაცხადა, მათ საავადმყოფოს ბაზებთან წვდომა აქვთ.  

"ჩვენ ხომ საავადმყოფო გვაქვს, რომელიც მოწყობილია კოვიდ ვითარებასთან დაკავშირებით, ეს საავადმყოფო 10 000-მდე ადამიანს მოემსახურა. ზოგადად, ბაზასთან წვდომა აქვს მას, ზუსტად ვერ ვერკვევი ამაში, მაგრამ აცრა ხომ ბაზაში რეგისტრირდება", - განაცხადა ჯაღმაიძემ


close დახურვა