შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ერთ-ერთს მოქალაქეს პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ფული გამოართვა. პოლიციამ ჩხრეკისას თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, თაღლითობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.