logo
ENG



ინფექციონისტები კორონავირუსით ინფიცირებულების მატებას 10 დღეში ელოდებიან

20 აპრ 202010:17
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო კორონავირუსის პანდემიის პიკის მოლოდინშია. ინფექციონისტები კორონავირუსით ინფიცირებულების მატებას 10 დღეში ელოდებიან.

სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სააღდგომო რიტუალებმა შესაძლოა ქვეყანაში ინფიცირებულთა მატება გამოიწვიოს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეკლესიების ნაწილში მსახურება რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობდა.

"არ ველოდები იმიტომ, რომ ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ძალიან ცოტა ადამიანია მივიდა ეკლესიაში. სამება ცარიელი იყო, მთელი ეკლესიები ცარიელი იყო, ერთადერთი ქუთაისში ვნახე, რომ მივიდა მრევლი. რაც ტელევიზიებში ვნახე, იქიდან გავრცელებას არ ველოდები", - აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.


close დახურვა