logo
ENG



ინფექციონისტი: ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 პაციენტი არის გართულებული პნევმონიით

18 აპრ 202010:37
3 წუთის საკითხავი
 

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე კლინიკაში მყოფ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული 24 პაციენტი იმყოფება ბოჭორიშვილში, აქედან 11 არის გართულებული პნევმონიით.

მისივე თქმით, კლინიკაში იმყოფება ერთი სასულიერო პირი და მისი მდგომარეობა სტაბილური და მართვადია. 

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში არის 46 პაციენტი. დადასტურებული არის 24 შემთხვევა. აქედან 7 არის 18 წლამდე. ახალი შემთხვევები ამ ეტაპზე ჩვენთან არ ყოფილა. დღეს კვლევაში დამატებით 7 პაციენტი ჩაერთო.

დაახლოებით 11 პაციენტი არის გართულებული პნევმონიით. მათი მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არის მართვადი და გრძელდება მონიტორინგი. ამ თერთმეტ პაციენტში არის ერთი სასულიერო პირიც. ის დაახლოებით ერთი კვირაა რაც ჩვენს კლინიკაში წევს. მდგომარეობა სტაბილურია. 

ბოქსირებული პალატები გვაქვს, ასე რომ, კლინიკას დამატებითი პაციენტების მიღების პრობლემა არ აქვს“, - განაცხადა ინფექციონისტმა.


close დახურვა