logo
ENG



ინფექციონისტი: ბოჭორიშვილში ინფიცირებული 13 პაციენტია, აქედან 5 ბავშვია

09 აპრ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს 20 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან. მათ შორის 16 პაციენტს პირველადი კვლევა უტარდება, 4-ს კი განმეორებითი ტესტირება. ბოლო მონაცემებით კლინიკაში მკურნალობას 48 პაციენტი განაგრძობს, მათ შორის 13 ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა.

ინფიცირებულებს შორის ხუთს პნევმონია აქვს. კლინიკაში მყოფი კოვიდ-19-ით ინფიცირებული არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 48 პაციენტი დაკვირვების, მონიტორინგის და მკურნალობის ქვეშ იმყოფება. 13 დადასტურებული შემ​თხვევა რჩება, აქედან 5 არის რთული მდგომარეობს პნევმონიით. დადასტურებული შემთხვევებიდან 5 არის ბავშვი მათი მდგომარეობს სტაბილური და გრძელდება მკურნალობა“, - აცხადებს ინფექციონისტი მეგი კობახიძე.


close დახურვა