logo
ENG



ინფექციურ კლინიკაში 35 პაციენტი იმყოფება

29 თებ 202020:08
3 წუთის საკითხავი
 
7ysewawdt9b6tog.jpg

 

ამ დროისათვის საქართველოში 5 საკარანტინო სივრცეა შექმნილი: აბასთუმანში, საჩხერის საავადმყოფოს სასტუმროში, თბილისის ტუბერკულოზის ცენტრში, კლინიკა „ვივამედის“ სასტუმროსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ინფექციურ კლინიკაში რჩება 35 პაციენტი, მათგან სამს  ახალი კორონა ვირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა - უწყებათაშორისმა კომისიამ სკოლებსა და ბაღებში საგაზაფხულო არდადეგების ადრე დაწყებისა და გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზად მთავრობაში სკოლებში დეზინფექციის ჩატარებასა და სანიტარული პრობლემების მოგვარებას ასახელებენ. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეხუთე საკარანტინო სივრცე განთავსდება, საავადმყოფოს საკარანტინო სივრცე 88 პაციენტს დაიტევს.

კლინიკა „ვივამედის“ სასტუმროში გახსნილ საკარანტინო სივრცეში, სადაც საკარანტინო პერიოდს 30 პაციენტი გადის, ანტისანიტარიულ პრობლემებზე საუბრობენ.

ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობაზე ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლებიც საუბრობენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება კორონავირუსთან საბრძოლველად მზად არ არის.

 


close დახურვა