logo
ENG



ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 3 ინფიცირებულს ორმხრივი პნევმონია აქვს

10 მარ 202008:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კარანტინში  178 ადამიანი იმყოფება. კორონავირუსით  კი 15 ადამიანია ინფიცირებული. ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებულ 3 პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, 1 მათგანის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, სულ სამედიცინო დაწესებულებაში 42 პაციენტი წევს, 21-ის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახე  ლუგარის ლაბორატოიამ უკვე დადო დასკვნა, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.  

„ამ მომენტისთვის ჩვენს კლინიკაში 42 პაციენტი იმყოფება. 21 პაციენტის გამოსაკვლელი მასალა იყო ლუგარში იყო გაგზავნილი და ყველას პასუხი იყო უარყოფითი. კიდევ 3 პაციენტს აღენიშნება ორმხრივი ფილტვების ანთება. მათგან ერთის მდგომარეობა კარგია, ხოლო ორ პირს საშუალო სიმძიმის მდგომაროება აქვს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ახალი ინფორმაცია ვრცელდება იმ ადამიანზე, რომელიც დასასვენებლად ბაკურიანში იმყოფებოდა და გავრცელებული ცნობით, იგი კორონავირუსს ატარებდა.  „აჭარა ჯგუფში" აცხადებენ, რომ მათ თანამშრომელს ინფექცია არ დაუდასტურდა. 


close დახურვა