ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში მკურნალობას 3 პაციენტი განაგრძობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, სავარაუდოდ, პაციენტები კლინიკას გერმანიიდან პასუხების ჩამოსვლის შემდეგ დატოვებენ.
„ჩვენთან მეთვალყურეობას სამი პაციენტი განაგრძობს. ისინი კლინიკურად გამოჯანმრთელებული არიან და მაგათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალ კორონავირუსთან მიმართებაში პასუხი იქნება სამშაბათს. მიღებული პასუხების შედეგად პაციენტები დატოვებენ კლინიკას, რადგან დიდი ალბათობით, პასუხები უარყოფითი იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ჩინეთში 17 ათასზე მეტი ინფიცირებულია, დაღუპულთა რიცხვი 361-მდე გაიზარდა, 475 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.