logo
ENG



ინფექციურში მყოფი 4 პაციენტის ანალიზები დღეს გახდება ცნობილი

13 მარ 202008:04
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 პაციენტის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის დასკვნა დღეს გახდება ცბობილი. 

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაზე ამბობს, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ცერცვაძე ვარაუდობს, რომ პირველი პაციენტი კორონავირუსით დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელდება. 

იგი რისკ ჯგუფების ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს თვითიზოლაციაში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

ამ ეტაპზე საქართველოში სულ 25 ადამიანია დაინფიცირებული. 7 პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს. 


close დახურვა