საფრანგეთში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი 1 438-ით გაიზარდა. გამოვლენილია დაინფიცირების ხუთი ათასამდე ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 30 ათასს გადააჭარბა. შემთხვევების მატება ფიქსირდება ესპანეთშიც, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 557 ადამიანი დაიღუპა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 578 ადამიანის სიცოცხლე ფატალურად დასრულდა იტალიაშიც.
100 გადააჭარბა გარდაცვლილთა რიცხვმა უკრაინაში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გერმანიასა და ბელგიაში შეზღუდვები 3 მაისამდე გახანგრძლივდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 115-ით მოიმატა თურქეთშიც.