logo
ENG



ინფიცირებულთა როდენობა პიკს 3 კვირის შემდეგ მიაღწევს - ცერცვაძე

02 აპრ 202011:04
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა როდენობა პიკს 3 კვირის შემდეგ მიაღწევს და მომდევნო 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ვირუსის სიახლიდან გამომდინარე, უცნობია, რამდენი დაინფიცირებული პაციენტი ეყოლება ქვეყანას. ამასთანავე არსებობს ვარაუდი, რომ საქართველო რიცხვებით ევროპის ქვეყნებს ბევრად ჩამორჩება. 

"ახალია კორონავირუსი და შესაბამისად არ იციან როგორ მოიქცევა ის - როგორც ჩვეულებრივი გრიპი, რომელიც აპრილის დასაწყისიდან მიდის ბუნებრივი კლებისკენ, თუ დარჩება და უფრო მოიმატებს. ამიტომ, პიკი იქნება დაახლოებით 3 კვირაში და გაგრძელდება ეს პიკი კიდევ 3 კვირა. მე ასე მგონია და მერე წავა კვლევაზე. იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დისტანცია ევროპის ქვეყნებთან, რომელიც ახლა გვაქვს რაოდენობრივი თვალსაზრისით", - განაცხადა ცერცვაძემ.  

 


close დახურვა