logo
ENG



ინფიცირებული მაზმიშვილის თქმით, ამ დრომდე მისი არცერთი კონტაქტი გამოკვლეული არ არის

14 ივნ 202015:07
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული გიორგი მაზმიშვილი სიონიდან დაბრუნდა, სადაც, მისი თქმით, მოიწამლა, თუმცა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში  კორონავირუსზე ტესტი დადებითი მოვიდა. პაციენტი მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გიორგი მაზმიშვილი "ფორმულასთან" აღნიშნავს, რომ მისი არცერთი კონტაქტი გამოკვლეული არ არის. პაციენტი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები შესაბამისს უწყებებს დაუკავშირდნენ გამოკვლევის მიზნით, თუმცა უთხრეს, რომ მათ ოჯახის წევრს კორონავირუსი 100%-ით დადასტურებული არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, თბილისის ზღვის ჰოსპიტლის პალატაში გიორგი მაზმიშვილი ასევე ინფიცირებულ ტრაილერის მძღოლთან ერთან იმყოფებოდა, სადაც პირბადის გაკეთების რეკომენდაციაც არ მისცეს. პაციენტმა კორონავირუსზე ტესტის გაკეთება ხელმეორედ მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.

გიორგი მაზმიშვილმა საკუთარი დიაგნოზი სატელევიზიო ეთერში ექიმისგანაც მოისმინა, სადაც აღნიშნეს, რომ ინფიცირება მის შემთხვევაში მცირედით გამოხატულია. პაციენტი გაურკვევლობაშია, ინფიცირებულია თუ არა რეალურად და რატომ მოათავსეს უკვე დადასტურებულ პაციენტთან ერთად პალატაში. მისი თქმით, თბილისი ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ტესტი არა ლუგარის,  არამედ სხვა ლაბორატორიაში გადააგზავნეს.


close დახურვა