logo
ENG



იოზვიაკი: 11 ივნისს EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავს უვიზოს შესაძლო შეჩერებას

05 ივნ 202615:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/05/kisq273v4c7570a.png

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ მომვედნო კვირაში, 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო დიალოგს გამართავს, რომელზეც "საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხს განიხილავენ". 

"ევროკავშირი მომავალ კვირაში, 11 ივნისს, საქართველოსთან სავიზო დიალოგს გამართავს. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, სადაც განიხილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხი.

ევროკომისია დეკემბერში გამოაქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, ხოლო იანვარში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ", - წერს ის. 


close დახურვა