logo
ENG



იონათამიშვილი:სინოდმა მიმართა პრეზიდენტს და ვფიქრობ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს

05 ნოე 201912:31
3 წუთის საკითხავი
 
fwiyzckhbdwvcg8.jpg

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულების შეწყალების კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსულტაციები მალე დასრულდება. როგორც დეპუტატი განმარტავს, კრიტერიუმები ისე შემუშავდება, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებაში კითხვებს არ აჩენდეს. რაც შეეხება კონკრეტულად დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებას, იონათამიშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიერ გაცემულ რეკომენდაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

"თქვენ იცით, რომ შეწყალების კრიტერიუმებზე მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები და ეს კონსულტაციები მალე დასრულდება, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. გვინდა, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და არ ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, ყველა გადაწყვეტილების დროს. რაც შეეხება მამალაძეს, სინოდმა მიმართა პრეზიდენტს რეკომენდაციით და ვფიქრობ, რომ ამ რეკომენდაციას დიდი მნიშვნელობა გააჩნია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, სადაც სინოდის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიემართათ. გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი გიორგი მამალაძეს 23 ნოემბერს შეიწყალებს. 

 

 

 


close დახურვა