logo
ENG



ირაკლი კაკულია შეეწირა კონკრეტული პირის და ქართული ოცნების ინტერესებს - ადვოკატი

11 ნოე 201908:30
3 წუთის საკითხავი
 
ybijkqo9spa87ug.png

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდათ, დანარჩენ 7 ადამიანს კი გირაო. კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ფოთის ყოფილი მერის დაკავება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. ქარჩავა ამბობს, რომ კაკულია თანაგუნდელმა გაწირა.

„გუნდის წევრების ასე გაწირვა, მე მიმაჩნია რომ არის ძალიან უღირსი საქციელი და დიდი შეცდომა. ირაკლი კაკულია შეეწირა კონკრეტული პირის და გარკვეული ჯგუფის, „ქართული ოცნების“ პირად ინტერესს.  ბრალი მას არ მიუძღვის იმ ბრალდებით, რაც მას წარუდგინეს. თუ მას რაიმე სამსახურეობრივი გადაცდომა ჰქონდა, ეს სულაც არ იყო საფუძველი ადამიანის ღირსება შეელახათ სატელევიზიოდ ასე გამოეყვანათ თავისი პარტიის პარტიის თავმჯდომარე, ვინაიდან ვიღაცა ცდილობს გზა თავისი პოლიტიკური მოისუფთავოს და ის პოლიტიკურად გაენადგურებინათ“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

შეგახსენებთ, რომ მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, ქრთამის აღება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

 

 


close დახურვა