logo
ENG



ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია ერთ-ერთი კრიმინალია და პარლამენტში უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს

02 დეკ 201917:22
3 წუთის საკითხავი
 
v24h3olnsgx1zyw.jpg

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია კრიმინალია და მას პარლამენტში უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე ხალხის ნაძარცვი ფულით აფინანსებს აქციებს.

„მოხდება კონკრეტული დანაშაულების იდენტიფიცირება, რომლებიც მათ მრავლად აქვთ ჩადენილი, მათ შორის ბიუჯეტის ძარცვა. თქვენ ხედავთ, რომ ხალხისთვის წართმეული ფულით აფინანსებენ დღემდე ოპოზიციურ აქციებს. იმ ახალგაზრდების აქციებსაც, რომელსაც ახლა აქ ატარებენ. ხალხს ფულს ვერ წაართმევ, თუ მძიმე დანაშაული არ გაქვს ჩადენილი და ამაზე დიდი დანაშაული იყო წამება ციხეებში და ციხეებს გარეთ. ეს არის კრიმინალების ერთგვარი ბანდა, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ასეთი კრიმინალი იქნა გამოვლენილი და ბუნებრივია უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნიკა მელიას 25 000 ლარი ოდენობის გირაოს გადახდა დაავალა, სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება კი 2 წლითა და 3 თვით შეუზღუდა. შეუწყდება თუ არა სადეპუტატო მანდატი, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს.

 

 


close დახურვა